ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 23 სექტემბრიდან განახლდება
თარიღი : 5-09-2019, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 23 სექტემბრიდან დაიწყება. მანამ კი საბავშვო ბაღებში 2 სექტემბრიდან აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო.
ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის საჭიროა მშობლებმა სასურველ ფილიალებში ბავშვის დაბადების მოწმობა, ასევე ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ორი ფოტოსურათი ( ¾) და თავიანთი ( მშობლების) პირადობის მოწმობის ასლები წარადგინონ.
რაც შეეხება მენიუს, ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ის არ შეცვლილა. ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის საბავშვო ბაღებში მისულ აღსაზრდელებს, ტრადიციულად, ოთხჯერადი კვება დახვდებათ.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია. 2018–2019 სასწავლო წელს დაწესებულებებმა 10 000-მდე აღსაზრდელი მიიღეს.