Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ ზეინდარში ავღანეთში დაღუპული მებრძოლის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თარიღი : 4-09-2019, 18:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში 2011 წლის 28 აგვისტოს ავღანეთში სამხედრო-სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული რეზო ბერიძის (დინჯი) სახელობის ქუჩა გაიხსნა.

რეზო ბერიძე დაიბადა 1977 წლის 16 ოქტომბერს, ქედის რაიონის სოფელ ახოში. 1984 წელს სწავლა დაიწყო ამავე სოფლის საშუალო სკოლაში. 1989 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა ვანის რაიონის სოფელ ზეინდარში. 1994 წელს დაამთავრა სოფელ ზეინდრის საშუალო სკოლის სრული კურსი. 1995-97 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ, 2001 წელს სამხედრო საქმიანობა გააგრძელა საქართველოს შეიარაღებული ძალების „საკონტრაქტო სამსახურში“. სამხედრო წოდებით კაპრალი.

2003 წელს დაჯილდოებულია საპატიო სიგელით „საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის სასწავლო ეტაპის“ წარმატებით დასრულებისათვის.
მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით იგი დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“. სოფელ ზეინდრის უბნისთვის, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელის მინიჭებით, მომავალი თაობისათვის უკვდავყოფილი იქნება მისი ხსოვნა.

დარჩა მეუღლე და ორი შვილი.


ნანახია: 354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილი 25 წლის სამხედრო, ზესტაფონის მუნიციპლალიტეტის სოფელ სანახშირეს მკვიდრია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს ავღანეთიდან ქართველი
ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე–3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა.

ამინდი