Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს განახლებული გარემოთი ხვდება

თარიღი : 3-09-2019, 20:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ საბავშვო ბაღები დაათვალიერა და სასწავლო პროცესის განახლების წინ არსებულ ვითარებას გაეცნო. გაესაუბრა გამგეებს და საჭიროებების შესახებ უშუალოდ მათგან მოისმინა.

“საბავშვო ბაღები ახალი სასწავლო წლისათვის ემზადებიან. მნიშვნელოვანი პრობლემები არ გვაქვს. სწავლა განახლდება მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში, გარდა ქალაქის მე-2- ე საბავშვო ბაღისა, სადაც შენობის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებამდე ბავშვები და ადმინისტრაცია # 1 საბავშვო ბაღის შენობაში განთავსდება, სადაც მათთვის სათანადო გარემოა შექმნილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა სოფელ გოჩა-ჯიხაიშის საბავშვო ბაღში. პატარები კეთილმოწყობილ შენობაში განაახლებენ სწავლას,"-განაცხადა მანანა გოფოძემ.

ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება 20 საბავშვო ბაღს მოიცავს, სადაც სკოლამდელ განათლებას 800-ზე მეტი აღსაზრდელი ღებულობს.

ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება.


ნანახია: 611-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შენობა საბავშვო ბაღების გაერთინების ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს და
ქუთაისის 35 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

ამინდი