"გვინდა მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში 'მშვიდობის ბურთი' დაიდგა"
თარიღი : 3-09-2019, 19:31 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

ქუთაისში, "ტორპედოს" სტადიონის წინ არსებული "მშვიდობის ბურთის“ მონუმენტი ოფიციალურად 21 სექტემბერს, მსოფლიო მშვიდობის დღეს გაიხსნება.
"ღვთისმშობლობას „მშვიდობის ბურთის“ მონუმენტი ოფიციალურად გაიხსნება. გვეხმარება ქუთაისის მერია და საკრებულო, ჩვენი უბნის მაჟორიტარი. გვინდა მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში "მშვიდობის ბურთი" დაიდგა, თანაც იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საზღვრები რუსეთის მიერ დღითიდღე იწევა. გვინდა ყველას დავანახოთ, რომ საქართველო ქადაგებს და აზროვნებს მხოლოდ სამშვიდობო კუთხით,"- აცხადებს "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის ავტორი ბესიკ ადამია.
ცნობისთვის, "მშვიდობის ბურთის" მონუმენტზე მშვიდობა 61 ენაზე არის შესრულებული.