Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელი იმერეთში, რომელიც უგზოობის გამო იცლება

თარიღი : 3-09-2019, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწაბლეს მოსახლეობა გზის მოწყობას ითხოვს. "სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში გზის საფარი არ არსებობს. მისი მოწყობისთვის ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.

''ყოველი გაბრძოლების მერე საქმე იმით მთავრდება ხოლმე, რომ მხოლოდ უმნიშვნელოდ გადაასწორებენ გზას. არადა, გზას შესაბამისი ბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა და ზოგან გამაგრებითი ჯებირები სჭირდება. ბეტონის საფარი კი აუცილებელია, ბოლო პუნქტამდე დაიგოს. გასულ წელს ადგილობრივი (ზესტაფონის) მუნიციპალიტეტის მერიასთან მთელმა სოფელმა გამართა საპროტესტო აქცია. მდგომარეობა დაიძაბა, რადგან მერმა ხალხთან შეხვედრაც არ ისურვა. მოგვცეს პირობა, რომ ბეტონის საფარი დაიგებოდა 2019 წლის მარტიდან და ასევე დაიწყებოდა გაზიფიცირების პროცესი.როგორც ჩანს, პირობის შესრულებად ჩაითვალა, ის რომ 7 კილომეტრიანი გზის მხოლოდ 600-700 მეტრ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი,'' - აცხადებს სოფლის მკვიდრი და პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.

მოსახლეობის თქმით, გზის საფარის არარსებობის გამო, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში სოფელში ცხოვრება გაუსაძლისია. სწორედ ამიტომ, სოფელს არაერთი მკვიდრი ტოვებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი პრობლემა კვლავ ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩება ადგილობრივები პროტესტის მძიმე ფორმებზე გადასვლასაც აანონსებენ.

"სამოქალაქო მოძრაობა" მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას, დაინტერესდნენ სოფლის მდგომარეობით და უმოკლეს ვადაში განახორციელონ გზის მოწყობის სამუშაოები.

“საწაბლის გზის რეაბილიტაცია ჩასმულია სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხაში, მას შემდეგ რაც მოხდება პროექტის დაფინანსება, დაიწყება აღნიშნული პროექტის განხორციელება,”-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.


ნანახია: 417-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ტაბაკინში 3 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი დაიგება, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული სოფლის ტურისტული თვალსაზრისით განვითარებას.
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით

ამინდი