Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემის 90 პროცენტი, რომელიც ეხება მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობას -აღმოფხვრილია"

თარიღი : 2-09-2019, 13:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
1-ლი სექტემბრიდან ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა შეიზღუდა. ჭიათურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს მუნიციპალიტეტში და ქალაქის დამტვერიანებას იწვევს, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ იქნა გადაჭრილი.

"მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვის მიზნით, ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზმა " პეროქსიდული მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მადნის დამშვები და მიმღები მოედანი მოაწყო.ახალი სქემით მადანი ახალაშენებულ მოედანზე დასაწყობდება, საიდანაც ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკამდე ვაგონებით გადაიზიდება. სარკინიგზო პლაცდარმზე განთავსდება სასწორი და ლაბორატორია. გარდა ამისა, უკვე მოწყობილია კერხერები, რომლის მეშვეობით მადნით დატვირთული ყველა ავტომობილი გაირეცხება,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ და მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, ის ობიექტები მოინახულეს, რომლის მშენებლობა კომპანიამ ჭიათურაში გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ივნისში დაიწყო.
აღნიშნულ ობიექტებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი თეიმურაზ ხონელია, "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური მენეჯერი მერაბ ლომინაძე და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საოპერაციო საქმიანობის კოორდინატორი ივა ხეთაგური.

"დღეიდან ძალაში შედის შეთანხმება ქალაქის ტერირორიაზე მძიმეწონიანი მანქანების შეზღუდვის შესახებ. „ჯორჯიან მანგანეზმა" სიტყვა შეასრულა. ჩვენ ვნახეთ დასრულებული, ზოგან ჯერ კიდევ მიმდინარე სამუშაოები. ამიერიდან, მადნის დასაწყობება რკინიგზით მოხდება. რჩება მცირე ნიუანსები, რაც თანდათან მოგვარდება. ვფიქრობთ მომავალ პერსპექტივებზე, რომელიც დავსახეთ საწარმოს ხელმძღვანელებთან ერთად და მათ ეტაპობრივად განვახორციელებთ," -განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

"ექვს ობიექტზე მოვინახულეთ ის სარეცხები, რომელიც სრულად აღკვეთავს დაბინძურებული მანქანების საერთო სარგებლობის გზებზე გამოყვანას. მოეწყო კიდევ ერთი ახალი ე.წ სანაყარო პეროფის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე მოეწყო ახალი სასაწყობე მეურნეობა, რომელიც გათვლილია 45 ათასი ტონა მადნის დასასაწყობებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემის 90 პროცენტი, რომელიც ეხება მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობას -აღმოფხვრილია. შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სრულად გადავიდეთ ტრანსპორტირების ისეთ საშუალებებზე, როგორიცაა რკინიგზა და საბაგირო. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენ შევძლებთ ნედლი მადნის და კონცენტრატის ტრანსპორტირება მანქანით ქალაქის ქუჩებში სრულად აღმოიფხვრას,"- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსურმა მენეჯერმა მერაბ ლომინაძემ.


ნანახია: 113-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი