Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მერი:1-ლი სექტემბრიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მარგანეცით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანები აღარ გადაადგილდებიან და მადნის გატანა რკინიგზის საშუალებით მოხდება

თარიღი : 2-09-2019, 12:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, მერიის სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა თათბირი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერებით დაიწყო. 1-ლი სექტემბრიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მარგანეცით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანები აღარ გადაადგილდებიან და მადნის გატანა რკინიგზის საშუალებით მოხდება.

მუნიციპალიტეტის მერმა სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებისაგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

სოფლებში- ბიღასა და მორძგვეთში გზის მშენებლობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება ტენდერი მღვიმევის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მიმდინარეობს საჩხერის გზატკეცილზე მღვიმევის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


ნანახია: 1548-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ მორიგ სამუშაო თათბირს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა, მერიის
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.

ამინდი