Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს

თარიღი : 26-02-2014, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გია შარაბიძე კოტე ქავთარაძემ შეცვალა. ბრძანება, რომლითაც ქავთარაძე ვიცე-მერი გახდა, მიმდინარე წლის 24 თებერვლით თარიღდება. გია შარაბიძე კი აცხადებს, რომ ვიცე-მერის პოსტიდან საკუთარი სურვილითა და განცხადებით წავიდა.
კოტე ქავთარაძე ქალაქის მერიაში საფინანსო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, არქიტექტურისა და ადგილობრივი ქონების განკარგვის საკითხებს გაუწევს კურირებას. ქავთარაძე 2004 წლიდან 2010 წლამდე ქალაქის მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში მუშაობდა, ხოლო ვიცე-მერობამდე ტყიბულში, „საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრის მენეჯერი იყო.
ახალი ვიცე-მერის თქმით, მისი პრიორიტეტი ქალაქის განვითარებაში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა-საჯაროობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება იქნება.


ნანახია: 4238-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორშაბათიდან ქუთაისს მერის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ეყოლება. კოტე ლომიძეს, რომელიც ამ დრომდე ქალაქის ხელმძღვანელის ფუნქციას
ქუთაისის მერიას ამ დროისათვის 4 ვიცე-მერი ჰყავს.
ქუთაისის ვიცე-მერების-კოტე ლომიძისა და თენგო თოფურიძის გარდა, თანამდებობას შესაძლოა კიდევ ერთი ვიცე-მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი
მესამე ვიცე-მერის შტატის დამატების შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.