Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პირველი სექტემბრიდან ჭიათურაში მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა იკრძალება

თარიღი : 30-08-2019, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა უნდა აიკრძალოს.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ აღნიშნული მიზნით ჭიათურაში, პეროქსიდული მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მადნის დამშვები და მიმღები მოედნის მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნული პროექტი კომპანიის გარემოსდაცვითი გეგმის ნაწილია.

"ქალაქის ტერიტორიაზე მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა დამტვერიანებას იწვევს და ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის, რის გამოც, კომპანიამ გადაწყვიტა, მადნის მიწოდების ახალი სქემის აწყობა, რათა ქალაქში ავტოთვითმცლელებით მოძრაობა თავიდან აიცილოს.

"ამ სქემის ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი სარკინიგზო გადაზიდვებია, რაც, თავის მხრივ, ქალაქს მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობას აარიდებს. მადანი ახალაშენებულ მოედანზე დასაწყობდება, საიდანაც ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკამდე ვაგონებით გადაიზიდება. ფაბრიკის ტერიტორიაზე მადნის დამშვები და მიმღები მოედნის მშენებლობა ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია,"- აცხადებენ კომპანიაში.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საოპერაციო საქმიანობის კოორდინატორის, ივა ხეთაგურის თქმით, საბადოებიდან მოპოვებული მანგანუმის შემცველი მადნები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე აკუმულირდება და ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკას რკინიგზის საშუალებით მიეწოდება.

"იმისათვის, რომ ღია კარიერებიდან - "სიამაყე-1", "სიამაყე-2" და მცირე მაღაროებიდან - "კოროხნალი-1", "კოროხნალი-2", "პერევი" და "დევიძეები" მადანი ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკას მიეწოდოს, პეროქსიდის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მადნის დამშვები და მიმღები მოედანი შენდება. მადანი თავს მოიყრის ერთ ლოკაციაზე, რის შემდეგაც დანიშნულებისამებრ გაიგზავნება. ეს პროცესი ახალი სარკინიგზო ხაზის აწყობისა და ქალაქში მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვის პროექტის შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობ, კომპლექსურად გადაწყვეტილი ეს საკითხები ქალაქს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით შედეგს მისცემს, რაც, როგორც ქალაქის მცხოვრებთათვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ივა ხეთაგურმა.


ნანახია: 205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ამინდი