Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში 1924 წლის აგვისტოს აჯანყება და სამშობლოსთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს

თარიღი : 29-08-2019, 18:57 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში დღეს, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება გაიხსენეს და სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გიორგი ბიწაძემ და დავით ბიწაძემ 1924 წლის აჯანყების გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"ეს დღე აერთიანებს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება , დემოკრატია და საქართველოს მომავალი. ქედს ვიხრი სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილების წინაშე,რომლებმაც თავგანწირვის, ფასეულობების დაცვის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითი აჩვენეს,"-განაცხადა ჭიათურის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ.

ჭიათურის კულტურის ცენტრში დღევანდელ დღესთან დაკავშირების კონფერენცია გაიმართა,სადაც საუბარი იყო 1918-1924 წლების ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაზე ჭიათურაში. ასევე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი.


ნანახია: 282-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის სოფელ შორაპანში დღეს, 1924 წლის აჯანყების დროს დაღუპულები გაიხსენეს.
ჭიათურაში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ქართველი გმირები გაიხსენეს.
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.

ამინდი