Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პატრიარქი: ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ

თარიღი : 29-08-2019, 10:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ნუ ვი­ფიქ­რებთ იმა­ზე, რომ ჩვენ ვინ­მე­ზე მეტ­ნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმად­ლობთ უფალს ამ დიდი წყა­ლო­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ, სი­ო­ნის ტა­ძარ­ში, ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

პატ­რი­არ­ქმა მრევლს მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე ჯვა­რი აქვს სა­ტა­რე­ბე­ლი.

„გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს - მა­რი­ა­მო­ბას. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, ღვთის­გან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ვართ, ზედ­მე­ტი ჯილ­დო მოგ­ვცა ღმერ­თმა თუ გვაკ­ლია რამე? ალ­ბათ, ორი­ვე. გი­ხა­რო­დენ სა­ქარ­თვე­ლო, წილ­ხვედ­რო ღვთის­მშობ­ლი­სა. წლე­ვან­დე­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ქარ­თველ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­თა­ვი­სა, რომ ჩვენ ვართ წილ­ხვედ­რი ღვთის­მშობ­ლი­სა. როცა ჩვენ ვფიქ­რობთ ამის შე­სა­ხებ, უნდა ვი­ფიქ­როთ, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია ჩვენ, რა და რო­გორ უნდა ვა­კე­თოთ. რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა გვქონ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან.სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­კის­რა უფალ­მა მძი­მე ჯვა­რი, მაგ­რამ ამა­ვე დროს ღმერ­თმა მოგ­ვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძი­მე ჯვა­რი ვა­ტა­როთ. უნდა ვა­ტა­როთ ყვე­ლამ ერ­თად, უნდა მო­ვიკ­რი­ბოთ ძალა და მძი­მე ჯვა­რი გოლ­გო­თა­ზე უნდა ავი­ტა­ნოთ ერ­თად. ნუ ვი­ფიქ­რებთ იმა­ზე, რომ ჩვენ ვჯო­ბი­ვართ ვინ­მეს, ვინ­მე­ზე მეტ­ნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმად­ლობთ უფალს ამ დიდი წყა­ლო­ბის­თვის“,- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

პატ­რი­არ­ქმა, ქა­და­გე­ბი­სას ერის ერ­თად დგო­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

„კი­დევ ერთხელ მოგ­მარ­თავთ - ყვე­ლა ვი­ყოთ ერ­თად, ვა­კე­თოთ ერთი საქ­მე. თა­ვის დრო­ზე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ თქვა, „მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა“. ჩვენ და­ვუ­მა­ტეთ მას „ღმერ­თი, სამ­შობ­ლო და ადა­მი­ა­ნი“. დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს, რომ ღმერ­თმა დაგ­ვა­ჯილ­დო­ვა ჩვენ ამი­სი გრძნო­ბით, ამის შეგ­ნე­ბით, რომ პირ­ვე­ლია ღმერ­თი, მე­ო­რე სამ­შობ­ლო და მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი. კი­დევ ერთხელ ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს. შე­იგ­ნო ქარ­თველ­მა ადა­მი­ან­მა, რომ და­კის­რე­ბუ­ლი მძი­მე ჯვა­რი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა აი­ტა­ნოს გოლ­გო­თა­ზე, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს ის, რომ გოლ­გო­თის მთით არ მთავ­რდე­ბა ჩვე­ნი ჯვა­რის ტა­რე­ბა, გოლ­გო­თას მოს­დევს ჯვარ­ცმა, მაგ­რამ ჯვარ­ცმას მოს­დევს აღ­დგო­მა. როცა მოხ­და ამაღ­ლე­ბა, უფ­ლის მო­ცი­ქუ­ლე­ბი, როცა შე­იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ერ­თად და სე­რო­ბას ატა­რებ­დნენ, ტო­ვებ­დნენ ერთ ცა­რი­ელ ად­გილს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ იმ ცა­რი­ელ ად­გილ­ზე ბრძან­დე­ბო­და უფა­ლი იესო ქრის­ტე. ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის შემ­დეგ, მო­ცი­ქუ­ლე­ბი ტო­ვებ­დენ ორ ად­გილს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ ერ­თზე მა­ცხო­ვა­რი და მე­ო­რე­ზე ღვთის­მშო­ბე­ლი დედა ბრძან­დე­ბო­და. გი­ხა­რო­დეთ, ღმერ­თი ჩვენ­თა­ნაა“,- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

ცნო­ბის­თვის, ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ამს ადი­დე­ბენ. უდი­დეს თორ­მეტ დღე­სას­წა­ულ­თა­გან სამი - ღვთის­მშობ­ლის შობა, მი­ძი­ნე­ბა და ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ ღვთის­მშობ­ლი­სად­მია მი­ძღვნი­ლი.

ipn.ge


ნანახია: 330-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე მო­ზარ­დე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პი­რად
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის
ცამციშვილის თქმით, ქართული საზოგადოება უკულტურო საზოგადოებაა.

ამინდი