Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისში, პარკინგზე მდგომ ავტომობილს სწრაფად მომავალი ავტომობილი დაეტაკა, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ მყოფი მძღოლი მართავდა"

თარიღი : 29-08-2019, 10:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისში, პარკინგზე მდგომ ავტომანქანას მაღალი სიჩქარით მომავალი მეორე ავტომანქანა დაეტაკა. შემთხვევა ღამით მოხდა. მის შესახებ ქუთაისის მკვიდრი ქეთი დეისაძე წერს. მისი თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა გაჩერებული მანქანა სერიოზულად დაზიანდა.

"აღმოჩნდა, რომ სწრაფადმავალ მანქანას ნარკოტიკული ნივთიერებით გონებაარეული მძღოლი მართავდა. ამბავი მსუბუქად, ავტომფლობელების მომრიგებლური კამათით გაგრძელდა. არც პატრული და არც დაზღვევა... სიმსუბუქე ღამის მადლია, დღე რომ იგივე მოხდეს, წარმოდგენაც არ მინდა რა მასშტაბი ექნებოდა ასეთ ამბავს. პოლიციის პიკაპი პატრულირებს და ჩვენს სიმშვიდეს იცავს პოლიციელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სიგარეტი თხოვა გამვლელს.

ასეთი სიმართლეების გამო სამსახური და შრომის უფლება კი ჩამომართვით და იმედს დავიტოვებ ბინადრობის უფლებასაც არ წამართმევთ. თუ მაინცდამაინც, გამზირი გააუქმეთ.

დავამატებ, მომავალ არჩევნებზე ჩემს ხმას მხოლოდ იმ ძალას მივცემ, რომელიც ღიპიან პოლიციელებს სამსახურიდან დაითხოვს და დარჩენილებს ისეთ პირობებს შეუქმნის, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სიგარეტის თხოვნა არ მოუწიოთ,"-წერს დეისაძე.


ნანახია: 757-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შემთხვევა მუნიციპალიტეტის ცენტრში ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ავტომანქანას მაღალი სიჩქარით მართავდა.
topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა დაკავებულია.
უგონო მდგომარეობაში მყოფი დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამინდი