Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"2019 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარეობს და დაგეგმილია გზების მშენებლობა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია და ამბულატორიების მოწესრიგება"

თარიღი : 27-08-2019, 12:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ, პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა და ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა მოუსმინეს. სოფლების მკვიდრებმა ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და სხვა საჭიროებებზე. თავის მხრივ კი სამთავრობო გუნდმა რეგიონში და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

2019 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარეობს და დაგეგმილია გზების მშენებლობა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, ამბულატორიების მოწესრიგება, წყალმომარაგების სისტემის მონტაჟი, სპორტული მოედნებისა და კულტურული დაწესებულებების რეაბილიტაცია და სხვა. ასევე, გრძელდება სოფლების გაზიფიცირების პროცესი. გარდა ამისა, ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი, ბესიკ გოფოძე, ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ესწრებოდნენ.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2015 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა.
შავლეგო ტაბატაძე იმერეთის რეგიონის 554-ვე სოფელში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ჭიათურის შემდეგ გუბერნატორი
2016 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 960

ამინდი