ქუთაისის ვიცე-მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
თარიღი : 27-08-2019, 10:48 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერის პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ვიცე-მერი ამჯერად ზვიად გამსახურდიასა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ იმედა საღინაძესთან, საბინაო სამსახურის ხელმძღვანელ ჯონი არაბიძესთან და სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
მოსახლეობა დავით ერემეიშვილს მათ საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. ზვიად გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით, დასახლებაში სათამაშო მოედნის მოწყობა სურთ.
დავით ერემეიშვილმა ასევე ხორავას ქუჩაზე მიმდინარე საფეხმავლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს. სამუშაოებს „დაგი+“ ასრულებს.
NS