Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: სწავლის დაწყებამდე სკოლებში მიმდინარე ყველა სამუშაო დროულად უნდა დასრულდეს, რათა მოსწავლეებს შესაბამისი გარემო დახვდეთ

თარიღი : 26-08-2019, 18:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

გიორგი ჭიღვარია მე-7, მე-19, მე-12 და 21-ე საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. მერის განცხადებით, სწავლის დაწყებამდე სკოლებში მიმდინარე ყველა სამუშაო დროულად უნდა დასრულდეს, რათა მოსწავლეებს შესაბამისი გარემო დახვდეთ.

ამ ეტაპზე ქუთაისში 19 საჯარო სკოლის შენობა წესრიგდება, სამუშაოები მთავრობის განკარგულებით 2 მლნ ლარითაა დაფინანსებული. სკოლებში სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს, წესრიგდება სველი წერტილები, სპორტდარბაზები და სრულდება გადახურვის სამუშაოები.


ნანახია: 454-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძლიერმა სკოლამ ქუთაისის საჯარო სკოლებში პრობლემები შექმნა.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ამინდი