Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ

თარიღი : 24-08-2019, 18:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. ვარლამიშვილისა და რუსთაველის ქუჩების მაცხოვრებლებმა იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მათთვის პრიორიტეტულია.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი მთავარი პრობლემების მოგვარებისთვის, მაქსიმალურად მოხდება მათი გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში.


ნანახია: 207-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი