Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ფიქრობენ მოქალაქეები ქუთაისის მერიის მიერ შენობის შეცვლასა და კონტროლის პალატის ყოფილ შენობაში შესაძლო გადასვლაზე

თარიღი : 23-08-2019, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერია მუშაობას ქალაქში, კონტროლის პალატის ყოფილ შენობაში გააგრძელებს. არსებული ინფორმაციით, მერია ადგილმდებარეობას უახლოეს მომავალში შეიცვლის.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ მოქალაქეები მერიის მიერ ადგილმდებარეობის ცვლილებაზე.

"უკეთესი იქნება თუ მერია მდებარეობას შეიცვლის. ახლანდელ შენობაში შეიძლება სხვა რამ განთავსდეს. კონტროლის პალატის შენობაც ცარიელი არ იქნება. არსებული შენობა ქალაქის ცენტრია და ქალაქის ცენტრის ტერიტორიაზე სხვა დატვრითვა შეიძლება მიეცეს მას. შეიძლება შენობაში მაღალი კლასის სასტუმრო ან კიდევ სამორინე გაკეთდეს, რადგან მეზობელ ქვეყნებში სამორინეები აკრძალულია და შეიძლება აქ ჩამოსულმა ხალხმა გართობის მიზნით ბევრი ფული დახარჯოს,"- ამბობს ქუთაისის მკვიდრი ილო ჯანელიძე.

"ერთი მხრივ კარგია მერიის სხვა ადგილას გადასვლა, რადგან ქალაქის ცენტრი განიტვირთება და ისეთივე შეუძლებელი არ იქნება მოძრაობა, როგორიც დღეს არის. ასევე, კარგი იქნება, თუ მერიის შენობის ტერიტორია რეკრეაციული კუთხით მეტად დაიტვირთება და გალამაზდება. კარგია ისიც, რომ კონტროლის პალატის შენობა, რომელიც როგორც ვიცი, დღეს უფუნქციოდაა, არ განადგურდება და მისი შენარჩუნება მოხდება. საერთოდაც, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ქალაქის მერია სად იქნება, მთავარია მან ეფექტურად იმუშაოს და მოქალაქეების პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება ჰქონდეს,"- ამბობს ქეთი შუკაკიძე.

"არ ვიცი ჭორია თუ მართალი მერიის შენობის გამოცვლა, მაგრამ იმ პირობებში და პრობლემებში, რაშიც ქუთაისია ჩაფლული, მერიის წარმომადგენლები კაბინეტებში კი არა, ქუჩა-ქუჩა უნდა დარბოდნენ. შენობას რაც შეეხება, მას ჩემთვის არანაირი სიმბოლური დატვირთვა არა აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საჯარო არ უნდა იყოს. საჭიროა ნაწილი
მაინც შენარჩუნდეს საზოგადოებრივ სივრცედ! რაც შეეხება მერიას, მთავარია საქმე აკეთონ და კაბინეტები სად იქნება, არ მაინტერესებს," - ამბობს ლაშა მესხი.

"შენობა, რომლის აშენებაზეც დიდი თანხა დაიხარჯა, უფუნქცონისგან და მოუვლელობისგან არ უნდა განადგურდეს. კარგია, რომ კონტროლის პალატის ყოფილი შენობა ცარიელი არ იქნება. მეორე მხრივ, საინტერესოა რა დატვირთვა მიეცემა მერიის უკვე ყოფილ შენობას. თუ მის ადგილას ისეთი რამ გაკეთდება, რაც მოსახლეობას დასაქმების და შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს, ცხადია მივესალმებით. ამ საკითხზე ალბათ ქუთაისის მერიია გააკეთებს განცხადებას და მოქალაქეებს მეტ ინფორმაციას მიაწვდის,"- ამბობს მარიამ ლილუაშვილი.

"ჩვენ ვხედავთ როგორ ნადგურდება მთავრობის სახლის და პარლამენტის ყოფილი შენობები. მიხარია, თუ კონტროლის პალატის შენობას პატრონი გამოუჩნდება. ვფიქრობ, რომ ქალაქის მერიის შენობის აქ გადმოსვლით, ქალაქში მოძრაობა განიტვირთება და უკეთესი იქნება. თუმცა არ ვიცი რა ეწყობა მერიის შენობის ადგილას. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ამ შენობას ისეთ ფუნქციას მისცემს, რაც მოსახლეობას დაასაქმებს,"- ამბობს შორენა დახუნდარიძე.

"ის, რომ ქალაქის ცენტრიდან მერია გადავა გარეუბანში ცალსახად კარგია, ქალაქის ცენტრი განიტვირთება. ძველი შენობის გასხვისება და მაგალითად 4-5 ვარსკლავიანი სასტუმროს გახსნა კი ქალაქის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის. მეორე მხრივ, ძალიან ცუდია, რომ აუდიტის სამსახურის უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში გადადიან. ამით კიდევ უფრო მეტად მცირდება შანსი, რომ ეს ინსტიტუტი ოდესმე დაბრუნდეს ქუთაისში,"- ამბობს გაგა ჩიხლაძე.

"ქვეყნის და ქუთაისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. ტურისტებისთვის ქალაქის ცენტრალურ ბულვართან მდებარე სასტუმრო უფრო მიმზიდველი და ათვისებადი იქნება, მათი მხრიდან დაინტერესებაც დიდი იქნება, რაც ქუთაისელებისათვის თავისთავად შექმნის დამატებითი შემოსავლის წყაროს. მერია თუ სხვა შენობაში გადავა, ყოფილ შენობაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს ისეთი რამ, რაც სწორედ ხალხის დასაქმებაზე იქნება მიმართული,"- ამბობს იამზე ბეშკენაძე.



ნანახია: 791-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის გაკეთებულ ახალ შენობას ადგილობრივ
სემეკის ყოფილ შენობაში 15 ნოემბერს მერიის სოციალური სამსახური გადავა.

ამინდი