Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ევროპული სოფელი ხარაგაულში-რა გაკეთდა ბაზალეთში

თარიღი : 23-08-2019, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული პროექტების შესახებ ხარაგაულის მერია მოსახლეობას ანგარიშს აბარებს.

ბაზალეთის თემში ოთხი სოფელი-ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი და წიფია გაერთიანებული.

ბაზალეთს ხარაგაულში ევროპულ სოფელს ეძახიან. მოასფალტებულია სოფლის ცენტრალური გზა, აღნიშნულ გზაზე მოწყობილია გარე განათების სისტემა, ბაზალეთის მოსახლეობა სარგებლობს ბუნებრივი აირით, სოფელს აქვს სპორტული მოედანი, ფუქნციონირებს საჯარო სკოლა, მოსახლეობას ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი.

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული დაბა ხარაგაულთან ახლოს, 4 კილომეტრში მდებარეობს.

▶ 2014-2015 წლებში მოასფალტდა ბაზალეთის ცენტრალური გზის 3კმ-მდე მონაკვეთი.
▶ 2017-2018 წლებში ორ ეტაპად განხორციელდა ღარიხევის სასოფლო გზის რეაბილიტაცია, საერთო ჯამში 1 800 მეტრი.
▶ 2017 წელს აშენდა ღარიხევის დაწყებითი განათლების სკოლის ახალი შენობა.
2015 წელს ბაზალეთის ცენტრალურ გზაზე მოეწყო გარე განათების სისტემა, 2017 წელს კი ღარიხევის რეაბილიტირებული მონაკვეთი განათდა.
▶ 2015-2016 წლებში ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ყარნებაზე მოეწყო სამი ხიდ ბოგირი, ბაზალეთში, დევდარიანების უბანში და ღარიხევში ბრუისის უბანში, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
▶ 2013 წელს აშენდა ბაზალეთში შესასვლელი ახალი ხიდი მდინარე ჩხერიმელაზე.
▶ 2018 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაზალეთში ქვედა ნანიტაშვილების უბნის გზას, 500 მეტრიან მონაკვეთს, ხოლო ზედა ნანიტაშვილებში, ასევე 500 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია წელს განხორციელდა.

ასევე, სოფელ ბაზალეთში დევდარიანებისა და შერგელაშვილების უბანში 2019 წელს ბეტონის საფარი მოეწყო 1კმ-მდე ამორტიზებულ მონაკვეთზე. 2015-2016 წლებში გაზიფიცირდა სოფელ ბაზალეთი.
2014 წელს წყლის სისტემა მოეწყო ღარიხევში კლუბის უბანში, ხოლო 2018 წელს, ქროლში მაქაძეების უბანში.
▶ 2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელმა შეიძინა ავტობუსი, რომელიც ამ დრომდე ემსახურება მოსახლეობას.

წელს სოფლის პროექტებით ბაზალეთსა და ქროლში საუბნო გზებზე გარე განათება მოეწყობა, ხოლო ღარიხევსა და წიფში სასმელი წყლის პრობლემას მოაგვარებენ.

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 600-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.


ნანახია: 597-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წიფისა და ღარიხევის მოსახლეობამ სოფლისათვის პრიორიტეტული საკითხები
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ხარაგაული-ბაზალეთის გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტის
ნიკოლოზ თოფურიძემ სოფლის ცენტრალური გზის კეთილმოწყობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ათეულობით სოფელში
ღორეშა-ბაზალეთის ინფრასტრუქტურული პროექტი გზაზე ცემენტბეტონის, სანიაღვრე არხებისა და წყალამრიდი მილების მოწყობას ითვალისწინებს.

ამინდი