Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხზე იმსჯელეს

თარიღი : 22-08-2019, 22:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა, რომელიც სატყეო სამსახურის მიერ სოფლის ადმინისტრაციული ერთეულებისათვის ტყე-კაფის გამოყოფის საკითხს შეეხებოდა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსი გიორგი ნიკოლეიშვილი, ადგილობრივი სატყეო სამსახურის ხელმძღვანელები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ტყე-კაფის გამოყოფის საკითხი.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, ამ მიმართულებით სატყეო სამსახურმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის ინტერესები, უნდა მოხდეს მათი ინფორმაციული უზრუნველყოფა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კუთვნილი შეშის დამზადებასა და შესაბამისი ტერიტორიიდან გამოტანის პროცესში დახმარების აღმოჩენა.

მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს ტერიტორიის გამოყოფას, სადაც შესაძლებელი იქნება სატყეო სამსახურის მიერ დასაწყობებული შეშის შეძენა.


ნანახია: 236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
აქციის ფარგლებში სოფელ ხრეითში 7 ათასამდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.
შეხვედრისას მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხის მოგვარებაზეც იმსჯელეს.
საჯარო სკოლებს სათბობი შეშით ეროვნული სატყეო სააგენტო მოამარაგებს.