Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოსახლეობა: წყალტუბოს მერიამ ბეტონის გაძვირების გამო, გზის დაგებაზე უარი გვითხრა

თარიღი : 22-08-2019, 09:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ მაღლაკის მამაგეიშვილების უბნის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და ადგილობრივი ხელისუფლება გააკრიტიკა. მათი თქმით, წლებია უშედეგოდ ითხოვენ იმ გზის მოწყობას, რომელიც 200-მდე ოჯახს ემსახურება. საუბარია გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე.

მოსახლეობამ გზის შეკეთების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას ბოლოს ერთი თვის წინ მიმართა. წყალტუბოს მერიისგან პასუხად მიიღეს, რომ გზის მოწესრიგება მიმდინარე წელს ვერ მოხდება, რადგან ბეტონის საფარი გაძვირებულია და ბიუჯეტს შესაბამისი თანხები არ აქვს.

"ყოველ არჩევნებზე მოდიან, გვპირდებიან და ჯერ გაკეთებული არაფერი გვინახავს. წლებია ვითხოვთ გზის მოწყობას. ნახევარ საათზე მეტი ვუნდებით ორკილომეტრიანი გზის გავლას და ამ ცუდ გზაზე ბაზარში გასაყიდად გამზადებული პროდუქტი გვიფუჭდება. ახლა გვითხრეს, ბეტონი გაძვირდა და გზას ვერ დავაგებთ, ბიუჯეტში ფული არ გვაქვსო,"-ამბობს მოსახლეობა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ მაღლაკის მამაგეიშვილების უბნის პრობლემა მათთვის ცნობილია. მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ამბობს, რომ გზის მოსაწყობად შედგენილი პროექტი მოსახლეობამ დაიწუნა, ხოლო პროექტი, რომელსაც ადგილობრივები უჭერენ მხარს, ძვირი ჯდება. მერის მოადგილე გზის მოწყობის ბოლო ვადად 2020 წელს ასახელებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოქმედებას ვერ დაინახავს, სოფლის მკვიდრები წყალტუბოს მერიასთან პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.


ნანახია: 1367-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ მაღლაკის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
სოფელ მაღლაკის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
აქციაზე წყალტუბოს გამგბელი მივიდა.კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, გზის ნაწილის რეაბილიტაციისთვის თანხა უკვე გამოიყო, ნაწილი კი
ჭიათურაში, ოთხი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები მათ სოფლებში გზის არარსებობას აპროტესტებენ.

ამინდი