საქართველოსა და მოლდოვის კლუბებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თარიღი : 27-08-2013, 14:27 | კატეგორია: საზოგადოება

მოლდოვეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კამპუს ლაიონს კლუბის ქუთაისის ოფისში, საქართველოსა და მოლდოვის კლუბებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, მსგავსი მემომრანდუმის გაფორმება მომავალში ხელს შუეწყობს ორი ქვეყნის სტუდენტებს შორის აქტიურ თანამშრომლობას.შეხვედრის დასასრულს კი მოლდოვის წარმომადგენლობამ, მასპინძელი ქვეყნის წევრებთან ერთად, თავიანთი ნაციონალური კერძების დეგუსტაცია მოახდინეს.