Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ერთად შევქმნათ ახალი ეპოქა,'-ქუთაისელი 'პაჯო'-ს ახალი კლიპი და მოწოდება საზოგადოებას

თარიღი : 21-08-2019, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
"ახალი ეპოქა"-ასე ჰქვია ნამუშევარს, რომლითაც ქუთაისელი რეპერი პაჯო ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა. ინსტრუმენტალი ყველასთვის ცნობილი სერიალის- "სამეფო კარის თამაშების" მოტივზეა შექმნილი. გადაღებები ორ ლოკაციაზე: ქუთაისის ოპერის თეატრსა და ე.წ. საღორიის ტყეში მიმდინარეობდა. ქუთაისელი რეპერი საინტერესო და განსხვავებული მუსიკალური კლიპით ერთგვარ მესიჯებს უგზავნის საზოგადოებას.

"თუ დააკვირდებით მისამღერის შინაარსს:
ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე,
ამდენი ომი და ნგრევა ნუთუ არ გვეყოფა
ბრძოლა რწმენის გადარჩენისთვის
რომ ერთად შევქმნათ ახალი ეპოქა"- აქ ერთგვარი მესიჯი მაქვს ჩადებული, დიდი აზრი დევს უბრალო სიტყვების რახარუხი არ არის.. გამგები სწორად გაიგებს.

რაც შეეხება კლიპს, გადაღება და რეჟისურა მთლიანად ეკუთვნის ვიდეოგრაფ ირაკლი გერაძეს, ძალიან ნიჭიერი ბიჭია და იცის თავისი საქმე. აღსანიშნავია ისიც, რომ კლიპი გადავიღეთ სრულიად უბიუჯეტოდ, საკუთარი ხარჯებით და ცარიელი ენთუზიაზმით, შევეცადეთ მაქსიმალურად კარგი ხარისხი დაგვედო.

კლიპში ასევე მონაწილეობენ ნიჭიერი მოცეკვავე ძმები ლაშა და გიორგი ხაბულიანები, მადლობა მათ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისის ოპერის თეატრის სრულ კოლექტივს და ადმინისტრაციას, რომლებმაც დაგვითმეს სცენა და მოგვაწოდეს საჭირო რეკვიზიტები, მადლობა ტანსაცმლის დიზაინერებსაც ვიზუალური მხარის გალამაზებისთვის," - ამბობს ქუთაისელი პაჯო.

ქუთაისელი რეპერი მომავალში მსმენელს კიდევ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

"განვაგრძობთ პროგრესს და ზრდას, ეს მხოლოდ დასაწყისია," - ამბობს მუსიკოსი.


ნანახია: 290-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლო.
მომღერალი ნუკრი კაპანაძე მსმენელის წინაშე წარსდგება სრულიად ახალი რეპერტუარით და სრულიად ახალ ამპლუაში.
ქუთაისელი მაყურებლის ოვაციები პოლონელი მსახიობებისთვისაც სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩილაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა საახალწლო გალა-კონცერტი გამართა,
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სააგენტოს კვალიაშვილის ახლობლებმა მიაწოდეს.

ამინდი