Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ახალგაზრდა პოლიტიკოსი' ტყუილი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს რაც შეიძლება ხშირად მოექცეს საზოგადოებას ყურადღების ცენტრში,'-ხონის მერია ბრალდებებს პასუხობს

თარიღი : 17-08-2019, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ხონელები თავს მიტოვებულად გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან!..”-აღნიშნული სათაურით საინფორმაციო სააგენტო gmtv.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ეხმიანებიან.

მასალაში ერთ ადამიანზე დაყრდნობით საუბარია იმაზე, რომ ხონის მუნიციპალიტეტში არაფერი კეთდება და მოსახლეობა ხელისუფლებისგან უყურადღებობას გრძნობს.

ხონის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მის მიზანს კონკრეტული პიროვნების პირადი ამბიციების დაკმაყოფილება წარმოადგენს.

"ეს სტატია არის სიცრუე და გიორგი ქაჯაია, როგორც საკუთარ თავს თვითონ უწოდებს, 'ახალგაზრდა პოლიტიკოსი' ტყუილი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს რაც შეიძლება ხშირად მოექცეს საზოგადოებას ყურადღების ცენტრში.
ის ნამდვილად იმყოფებოდა ხონში და ნამდვილად დადიოდა ფეხით, თუმცა არა ინფრასტრუქტურული პროექტების სანახავად, არამედ წინაპრების მიწების მოსაძებნად.

თავდაპირველად უარყო ინფორმაცია და პირად საუბრებში და მიმოწერაში სააგენტო @www.gmtv.ge დაადანაშაულა ტყუილში, სტატიაც წაშალა პირადი გვერდიდან და თანახმა იყო საჯაროდ დაეწერა ამის შესახებ, თუმცა რამდენიმე საათში გადაიფიქრა. გიორგი ქაჯაიას ვიწვევთ ხონში ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტის სანახავად, რაც მიმდინარე წელს განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს,"- აცხადებენ ხონის მერიის პრესსამსახურში.


ნანახია: 548-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.
გივი ჭიჭინაძემ ხონის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის
ხონში გიორგი ვაშაძის მიერ მოწყობილი ახალგაზრდული ბანაკიდან, დაშავებულები საავამდყოფოში გადაჰყავთ

ამინდი