Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართველმა მთამსვლელებმა ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი დალაშქრეს

თარიღი : 16-08-2019, 18:26 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქართველმა მთამსვლელებმა თემურ ქურდიანმა და ბექარ ფაჯიშვილმა ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი, "შხარა" დალაშქრეს. ინფორმაციას ამის შესახებ მთამსვლელებისა და თავგადასავლების მოყვარულთა ფეისბუქ გვერდი "ასვლის ხელოვნება" ავრცელებს.

"ორი ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელის გზა ქვეყნის უმაღლესი მწვერვალისაკენ. ბექნუ ხერგიანის გზა შხარაზე თემურ ქურდიანმა და ბექა ფაჯიშვილმა წარმატებით გაიარეს!" - აღნიშნულია გვერდზე.

მწვერვალის დალაშქვრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ თავად მთამსვლელებიც:

"ჩვენი უმშვენიერესი ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე, შხარაზე! საოცარი ემოციებითა და შეგრძნებებით სავსე ასვლა ბექნუ ხერგიანის გზით. 2200m M5 grade 4+ TD +. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის!" - წერს სოციალურ ქსელში ბექარ ფაჯიშვილი.


ნანახია: 2232-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"თეთნულდი" მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4852 მეტრს შეადგენს. მწვერვალი
ინფორმაციას ენმ ზესტაფონი საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ცივილიზაციის და კულტურის ნაწილია და მის აღნიშნულ მდგომარეობას

ამინდი