Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 19 სკოლის რეაბილიტაციაზე ორ მილიონამდე თანხა იხარჯება

თარიღი : 16-08-2019, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში 38-ე და მე-40 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის ყველა სართულზე მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სველი წერტილები წესრიგდება.

მე-40 საჯარო სკოლაში კი სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია ტარდება. ასევე მოხდება სახურავის კაპიტალური შეკეთება.

ქუთაისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მთავრობის განკარგულებით ხდება და მასზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად 19 სასწავლებელში მიმდინარეობს.


ნანახია: 354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს განათლების მინისტრმა ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ამინდი