Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ახლა მაინც გაიგეთ ხალხს რა უჭირს და გააკეთეთ რამე,'-გოგი წულაია ჩინოვნიკებს მიმართავს

თარიღი : 16-08-2019, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გოგი წულაიამ რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებთან ერთად ბრიფინგი გამართა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ე.წ "კასებთან" გზა უკვე სამი თვეა ჩავარდნილია. იქმნება საავარიო სიტუაციები. მერია კი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.

"მიწა იწევა და იწევა, დღეს გზის გარკვეული მონაკვეთი ჩავარდა, ათობით მანქანა გაფუჭდა. პრობლემა თუ არ მოგვარდა, შესაძლოა, იქვე მდებარე სახლები დაინგრეს. საზიზღრობაა, რომ მერია არ აქცევს ადამიანებს ყურადღებას. ცხრაჯერ რომ დარეკეს ცხელ ხაზზე, სამი წერილი რომ გამოგიგზავნეს, ოთხჯერ რომ იყვენ მოსული შენთან პირადად და გთხოვეს, ხომ უნდა მიაქციო ყურადღება? მივმართავ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, ნუ დაამტვრევინებ ამ ხალხს მანქანებს, ნუ შექმნით საავარიო სიტუაციებს, ნუ შეუქმნით საფრთხეს მოსახლეობას და მათ სახლებს. გამოდით კაბინეტებიდან. ახლა მაჟორიტარებმა დაიწყეს მოსახლეობასთან შეხვედრები წინასაარჩევნოდ, ახლა მაინც გაიგეთ ხალხს რა უჭირს და გააკეთეთ რამე,”-ამბობს გოგი წულაია.


ნანახია: 465-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„მივმართავ ქალაქის საკარებულოს წევრებს, 4 წლის განმავლობაში, ხომ უმწარებდით ხალხს სიცოხლეს, სამი თვე გაქვთ დარჩენილი და ახლა
„მივმართავ ქალაქის საკარებულოს წევრებს, 4 წლის განმავლობაში, ხომ უმწარებდით ხალხს სიცოხლეს, სამი თვე გაქვთ დარჩენილი და ახლა
გოგი წულაიამ პარკირების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ამინდი