Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფლებში-ზედა რგანსა და მღვიმევში მანგანუმის მოსაპოვებლად გადათხრილი ტერიტორიების რეკულტივაცია დაიწყო

თარიღი : 16-08-2019, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"ჯორჯიან მანგანეზმა" სოფლებში - ზედა რგანსა და მღვიმევში რეკულტივაციის სამუშაოები 3 ტერიტორიაზე დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს "ნეზ გორგია" ახორციელებს. ​

სამუშაოები სოფელ ზედა რგანში, ე.წ კავთელაძეები 2-ის კარიერზე 4.21 ჰა, "საშევარდნოს კარიერზე" 6.91 ჰა და სოფელ მღვიმევში, ე.წ ჩაიებისუბანზე 5.64 ჰა ფართობის ტერიტორიაზე იგეგმება.

"ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვის დირექტორის, ირაკლი ნოზაძის განცხადებით, შემოდგომაზე კომპანია ზედა რგანში ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოებსაც გეგმავს.

"ზედა რგანში, ე.წ. 27-ე კარიერზე, ტექნიკური რეკულტივაცია უკვე დასრულებულია. ამჟამად, 8.61 ჰა ფართობის ტერიტორიაზე ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები იგეგმება. გარდა ამისა, ჩვენმა კომპანიამ ჭიათურაში, სარეკულტივაციო ტერიტორიებზე გეოლოგიური ბურღვითი სამუშაოების შესრულებაზე ტენდერიც გამოაცხადა. ბურღვითი სამუშაოები, ჯამურად, 36 ჰა ფართობზე ჩატარდება. ამ ფორმით, პერსპექტიულ სარეკულტივაციო ტერიტორიაზე მანგანუმის მადნის არსებობის ან არარსებობის ფაქტი დადგინდება. თუკი მანგანუმის მადანი სრულადაა მოპოვებული და ტერიტორია მზადაა რეკულტივაციისთვის, ხსენებულ 36 ჰა ფართობზე სრული სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი დამატებით გამოცხადდება", - განაცხადა ირაკლი ნოზაძემ.

კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, 2019 წელს რეკულტივაციის სამუშაოები, ჯამურად, 50 ჰექტარზე მეტ ფართობზე, კარიერული წესით დამუშავებულ ტერიტორიებზე განხორციელდება.


ნანახია: 169-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეკულტივაციის ამ ეტაპისათვის გეზრულის სკოლის მოსწავლეებმა 3000 ძირი ნერგი დარგეს (წაბლი, წიფელი, რცხილა, მურყანი, ვერხვი),
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა რგანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
გარემოზე მიყენებული ზიანი 1685 ლარს შეადგენს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულით უკანონოდ
იმერეთის ზედა ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 50 სმ-ს მიაღწია.

ამინდი