ქუთაისში გაუჩინარებული გოგონას საქმის დეტალები
თარიღი : 24-02-2014, 16:48 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისელი მარიამ სულაბერიძის ოჯახი შვილის მოძებნაში სამართალდამცებსა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
მარიამ სულაბერიძის დედის ეთერ გვენეტაძის განცხადებით, მარიამი ოჯახის ერთადერთი შვილია. ის ქუთაისის #24 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში სწავლობს. მშობლის განცხადებით, იცოდა, რომ მოზარდს შეყვარებული ჰყავდა და წერდა, ამიტომ, მას ტელეფონი წაართვა. ეთერ გვენეტაძე იმასაც ამბობს, რომ მარიამს სკოლაში სიარული არ უყვარდა.
24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის ელისო ჩხიტუნიძის განცხადებით, მარიამი სკოლაში განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა და თავისებური ბავშვი იყო. ჩხუტინიძე იმასაც ამბობს, რომ მასწავლებლებს მასთან თბილად და ღიმილით უნდა ესაუბრათ.
12 წლის მარიამ სულაბერიძის გაუჩინარების ფაქტს ქალაქის პოლიციის მეხუთე განყოფილება იძიებს. პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ამჟამად მასალების მოკვლევის ეტაპზზე არიან.