Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტრაბახობდნენ პრემიერ-მინისტრი და ინფრასტრუქტირის მინისტრი, ასე ვაშენებთ და ისე ვაშენებთო, გვიყვებოდნენ ზღაპრებს, სინამდვილეში კი სამი-ოთხი წელია შემოვლითი გზა ჩაკეტილია"

თარიღი : 13-08-2019, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ სოფელ ნახშირღელეს მოსახლეობასთან ერთად, არასწორად მოწყობილი ავტობანი გააპროტესტა. მისი თქმით, შემოვლითი გზა უკვე წლებია ჩაკეტილია, რის გამოც საავარიო მდგომარეობა იქმნება. ამასთან, მოსახლეობას დამატებით ასეულობით მეტრის გავლა უწევს.

"ტრაბახობდნენ პრემიერ-მინისტრი და ინფრასტრუქტირის მინისტრი, ასე ვაშენებთ და ისე ვაშენებთო, გვიყვებოდნენ ზღაპრებს, სინამდვილეში კი სამი-ოთხი წელია შემოვლითი გზა ჩაკეტილია. ქუთაისი ჯოჯოხეთად გადააქციეს. ის მაინც მოახერხეთ, რომ სატვირთო მანქანები არ შემოუშვათ ქალაქში და ისე გაუშვათ იმ მილიონობით ლარგადაყრილ გზაზე. ქუთაისის შემოსასვლელი შეიძლებოდა გაკეთებულიყო ისე, რომ სოფელ ნახშირღელეს და ზედა სიმონეთს კილომეტრიანი გზა არ დამატებოდათ, ქუთაისში შემომსვლელებს კი 700 მეტრით ზედმეტის გავლა არ მოუწევდათ. ახლა თავმოჭრილი ბატებივით უნდა ურტყან წრე. ასე უგუნურად აშენებენ, გვიყვებიან ზღაპრებს, რომ სასწაული რაღაც უნდა გააკეთონ," - აცხადებს გოგი წულაია.


ნანახია: 440-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა.
მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.
ქუთაისის შემოვლით გზაზე სულ 9 მიწისქვეშა გასასვლელი, 10 ხიდი და გზაგამტარი უნდა აშენდეს
ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ამინდი