Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროპის ქვეყნებში გამგზავრებაზე

თარიღი : 13-08-2019, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეების განთავსების შემდეგ, საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროპის მიმართულებით გამგზავრებაზე.

შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით „ინტერპრესნიუსმა“ შსს-ს ორჯერ მიმართა, თუმცა უწყებამ სააგენტოს სტატისტიკა არც ერთ შემთხვევაში არ მიაწოდა.

უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ითხოვდა ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე თვის წინ განთავსებული უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით გამზავრებაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკას, თუმცა უწყებამ სააგენტოს საპასუხოდ შემდეგი შინაარსის წერილი გამოუგზავნა: „საერთაშორისო აეროპორტებში, ავიაკომპანიის მიერ მგზავრთათვის ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გაცემა არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში“. აღნიშნულის შემდეგ „ინტერპრესნიუსმა“ შსს-ს ოფიციალური წერილი მეორედაც გაუგზავნა, სადაც სააგენტომ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ითხოვდა არა ავიაკომპანიის მიერ მგზავრთათვის ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკას, არამედ უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების ევროპის მიმართულებით გამგზავრებაზე უარის თქმის შესახებ მონაცემებს, რაზეც ამჯერად უწყებამ სააგენტოს აცნობა, რომ „ვერ განიხილავდა „ინტერპრესნიუსის“ აღნიშნულ ოფიციალურ წერილს, რადგან სააგენტოს ამ თემაზე პასუხი უკვე გასცა“.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხის გარკვევას „აეროპორტების გაერთიანებასთანაც“ შეეცადა, თუმცა პრესსამსახურის განმარტებით, სასაზღვრო კონტროლი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ქართველ მესაზღვრეებთან ერთად უცხოელები, მათ შორის ფრანგი და ბერძენი მესაზღვრეები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან განთავსდნენ.


ნანახია: 552-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ სტატისტიკას შს სამინისტრო აქვეყნებს.
რეისის 167 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ. მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.
საზღვარზე 6 თვეში სულ 7631 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
'ვიზეარის' პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შესრულდა და მას შემდეგ საქართველოს მიმართულებაზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, ქუთაისის აეროპორტში მაისში წინა თვეებთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 37

ამინდი