Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 60 ახალი ავტობუსის შემოყვანა 2020 წლის პირველ კვარტალში იგეგმება

თარიღი : 13-08-2019, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქში მოძრავი ავტოპარკი იცვლება. ქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში ქუთაისში 60 ერთეული ავტობუსი შემოვა, რის შედეგადაც, ქუთაისში ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება.

რაც შეეხება ავტობუსით მგზავრობის ღირებულებას, რაც ამ ეტაპზე 40 თეთრს შეადგენს, ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ახალი ტრანსპორტის ხარჯზე, მგზავრობის საფასური არ გაიზრდება.

ცნობისთვის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკის დაფინანსებით, საქართველოს 6 ქალაქს ახალი ავტობუსები ეყოლება.

ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, დიზელზე მომუშავე, 8-10 მეტრიანი ავტობუსების შეძენას მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს.

პროექტს EBRD 19 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

ტენდერის გამოცხადება ამ წლის მესამე კვარტალში იგეგმება, თუ ტენდერი წარმატებით წარიმართება კონტრაქტის გაფორმება წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.


ნანახია: 647-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შპს „სიტი ლაინის“ ექსპლუატაციის უფროსის თენგიზ ლომიძის თქმით, ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, სადაც მძღოლები 30 თეთრად ემსახურებიან
ისისნი ქალაქის მერიას მგზავრობის ღირებულების 20 თეთრით გაზრდას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძენებას აანონსებენ.

ამინდი