იტვირთება

მოქალაქეები მთავრობას ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გაზიფიცირებისკენ მოუწოდებენ

მოქალაქეები მთავრობას ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გაზიფიცირებისკენ მოუწოდებენ

"გაზიფიცირება ქვემო სვანეთს და ლეჩხუმს,"- აღნიშნული მოწოდებით საქართველოს მთავრობას მიმართავენ და ხელმოწერებს აგროვებენ.


"ჩვენი ლეჩხუმელების და ქვემო სვანეთის გადასარჩენად საჭიროა გაზიფიცირება!

სამწუხაროდ, ჩვენი ულამაზესი ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიგრაციულ მხარედ-ახალგაზრდები მიდიან და სამწუხაროდ, თითქმის აღარ ბრუნდებიან. 

ჩვენს მხარეში რვა თვე ( მინიმუმ! ) სჭირდება ადამიანებს გათბობა ( აღარ შევჩერდები, რა თანხას უკავშირდება შეშის შეძენისა და დამუშავების პროცესი). ეს უპირველესია, მაგრამ გაზი ხომ მარტო გათბობა არ არის ?! გაზიფიცირება არის ბიზნესის განვითარება, სასათბურე მეურნეობის, ბოსტნეულის წარმოების,სხვადასხვა საწარმოს ამუშავების პერსპექტივა და ხელშეწყობა. ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ შეიძლება მოაგვაროს?! გაზის პრობლების მოგვარება უდაოდ არის გამარტივებული ცხოვრების შესაძლებლობა, მყარად დაფუძნებული ოჯახები და დაბრუნებული ახალგაზრდები...

ბევრს არ  ვიტყვი იმის შესახებ, ამ პრობლემის მოგვარება ეკოლოგიურად როგორ შეეშველება ჩვენს გაჩეხილ ტყეებს, გააქტიურებულ მეწყერს, დაზიანებულ გარემოს.

ჩემო ქვემო სვანებო! ლეჩხუმელებო! ნაცნობებო, უცნობებო, დავდგეთ ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, გავავრცელოთ პეტიცია, მივიდეთ ყველგან და ყველასთან თხოვნით, სადაც საჭიროა. მე მჯერა ჩვენი ერთობის და ხელისუფლების გულისხნიერების. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ,"-ამბობს პეტიციის ავტორი ირინა კონდრატიევა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები