Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში უნალექო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

თარიღი : 11-08-2019, 13:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილის ნინო წვერავას თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი უმეტესად 12-13 აგვისტოს იქნება. მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა უმეტესად კახეთის რეგიონშია მოსალოდნელი.

„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დღეს არა, მაგრამ ხვალიდან მოსალოდნელია +35 გრადუსამდე, სანაპირო რაიონებში +32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ხვალ დღის ტემპერატურა იქნება +30 გრადუსი. 13 აგვისტოს ასევე მოსალოდნელია უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება. უნალექო ამინდი იქნება 14 აგვისტოსაც, ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში,“ - განაცხადა ნინო წვერავამ.


ნანახია: 327-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსია
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
6-12 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
18–21 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში.

ამინდი