Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

6 თვეში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 47.5 მლნ-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე

თარიღი : 9-08-2019, 17:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2019 წლის 6 თვის განმავლობაში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება 2018 წლის 6 თვის განმავლობაში ამავე მიმართულებით დახარჯულ თანხას. უფრო კონკრეტულად, გასული წლის 6 თვეში, ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე დაიხარჯა 687.8 მილიონი ლარი, რაც 47.5 მილიონი ლარით ნაკლებია წლევანდელ მაჩვენებელზე.

აუდიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში თანამდებობის პირთა ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატის ხარჯმა 106.4 მილიონი ლარი, პრემიის ხარჯმა კი 2.9 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება შტატგარეშე შრომის ანაზღაურებას, ამაში 111.2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეებმა სამივლინებო ხარჯების დასაფარად 40.7 მილიონი ლარი დახარჯეს.

ipn.ge


ნანახია: 346-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადამიანის საშუალო სამომხმარებლო ხარჯმა თვეში 180 ლარი შეადგინა.
შუშანიას თქმით მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი 10 მილონი ლარით ნაკლები იქნება.
შუშანიას თქმით მომავალ წელს ქალაქის ბიუჯეტი 10 მილონი ლარით ნაკლები იქნება.
ეს თანხა ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე წლის 7 თვეში ჩაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 214.9 მლნ ლარი შეადგინა

ამინდი