Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში სოფლების ღვითორი-მელუშეეთის დამაკავშირებელი გზის 5200 მეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდა

თარიღი : 9-08-2019, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღვითორი-მელუშეეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე ჩატარებული მოასფალტების პროცესი შეაფასეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვითორი-მელუშეეთის დამაკავშირებელი გზის 5200 მეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ნიუ პოვერმა" განახორციელა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან განხორციელდა და მისმა საერთო ღირებულებამ 1 140 999 ლარი შეადგინა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს ქვაციხის გზატკეცილი-ვაჭევი-ღვითორი-მელუშეეთის დამაკავშირებელი გზის 1500 მეტრიანი რეაბილიტირებული მონაკვეთი.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ვაჭევის, ღვითორისა და მელუშეეთის მიმართულებით საავტომობილო გზის მთელი მონაკვეთი ამორტიზებული იყო და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობდა.


ნანახია: 1603-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მელუშეეთის, ჯოლხეეთის, ღვითორის და ვაჭევის მოსახლეობა გზის მოწესრიგებას ითხოვს.
სამუშაოებზე 10 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული.
ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპარაძემ სოფელ ვაჭევის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები გვიან საღამოს მოინახულა. მუნიციპალიტეტის

ამინდი