Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ხარაგაულში-მერიის ანგარიში მოსახლეობას

თარიღი : 9-08-2019, 11:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ ხუნევში, კალოს უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულება 2018 წელს უნდა შეესრულებინა. შპს "საპოვნელა" სამუშაოებს, ახლა, სანქციების თანხლებით ასრულებს.

გზის მშენებლები განმარტავენ, რომ 800 მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაციას, რამდენიმე დღეში დაასრულებენ.

ხარაგაულის სოფელ ნადაბურში ცენტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში მოეწყო გზის გაფართოებები და ეზოებში გადასასვლელები.

მიმდინარე კვირაში დასრულდა სოფელ საღანძილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.

სამუშაოების ფარგლებში, სასოფლო გზის 1 200 მეტრიანი მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო. გზის გასწვრივ საჭიროების ადგილებზე გაკეთდა სანიაღვრე არხები. მიმდინარეობს გვერდულების შევსება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 180 305 ლარით დაფინანსდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასაფლაოების შემოღობვა დასრულდა მაღალმთიან სოფელ გოლისში და სოფელ ნადაბურში.

„დაუსრულებელი პროექტები არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა, დღეს, ხარაგაულისთვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს წინა წელს დაწყებული ან, საერთოდ არდაწყებული გზები, რის გამოც დროულად ვერ მიიღეთ სიკეთე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამის გამო, მაგრამ აუცილებლად განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ დროულად, რაც კი, ჩვენზეა დამოკიდებული. ვგულისხმობ, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებზე ატვირთვას. კომპანიები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებას მუშაობენ ჯარიმების თანხლებით ან უწყდებათ ხელშეკრულება. ხელმეორედ ტენდერის გამოცხადებას კი, სჭირდება დრო და პროცედურების დაცვა“ - აღნიშნულის შესახებ ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხიდარში, შარიქაძეების უბანში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

ამ უბნში 900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი 2018 წელს უნდა დაგებულიყო.

შპს „ნიუ გრუფმა“ ვალდებულება ვერ შეასრულა. აღნიშნულ კომპანიას სხვა სოფლებშიც აქვს ანალოგიური მდგომარეობა.

„ახლა მთავარი ისაა, რომ კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი და როგორც ამბობენ აღებულ ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებენ. მადლობა იმისთვის, რომ შეგნებით ეკიდებით ასეთ სირთულეებს და გაქვთ მომავლის იმედი. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ყველა გამოწვევა“- განაცხადა მერმა შეხვედრაზე.

შპს „ნიუ გრუფის“ ახალი მენეჯერის ინფორმაციით, გზებზე უახლოეს დღეებში დაიწყებენ მუშაობას და ყველა ვალდებულებას ეტაპობრივად შეასრულებენ.


ნანახია: 285-ჯერ

მსგავსი სიახლეები
3 კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით

ამინდი