Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფლის მხარდაჭერის პროექტების მიმდინარეობა, სკოლების რეაბილიტაციისა და ამბულეტორიების მშენებლობების პროცესი-ხონის მერიაში მიმდინარე პროექტები განიხილეს

თარიღი : 9-08-2019, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროექტების მიმდინარეობა, სკოლების რეაბილიტაციისა და ამბულეტორიების მშენებლობების პროცესი, ფაროსანას წინაარმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი და ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე.

მერის მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ წარმომადგენლებს მიმართა: "მაქსიმალურად ეცადეთ ჩართული იყოთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების პროცესში და ინტენსიურად დააკვირდით ადგილზე სამუშაოებს. თითოეული პრობლემის შესახებ გვაცნობეთ , რომ დროულად მოხდეს რეაგირება. პროექტები ხარისხიანად, გაწერილ ვადებში უნდა დასრულდეს".

დღესვე, წარმომადგენლებს გააცნეს ეროვნული სატყეო სააგენტოს შეტყობინების შესახებ, რომ მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით, სოფელ გორდში გამოყოფილია სოციალური ტყეკაფი #005-11-0030977.


ნანახია: 369-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და გამგებლის მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ სოფელ მაღლაკში,

ამინდი