Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქალბატონი, რომელმაც ბაღდათის მოსახლეობას ქუჩაში ბიბლიოთეკა მოუწყო-დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ მოხვიდეთ და აიღოთ სასურველი წიგნი, წაკითხვის შემდეგ კი დააბრუნოთ

თარიღი : 15-07-2019, 09:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის შესასვლელთან პატარა ბიბლიოთეკას შეამჩნევთ, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებში სასურველი წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა გექნებათ. იდეა ლელა ბუხულეიშვილს მას შემდეგ დაებადა, რაც თბილისის ერთ-ერთ სკვერში ე.წ "წიგნის ბუდე" შეამჩნია. ბევრი აღარც უფიქრია, იდეის განხორციელებას მაშინვე შეუდგა. პატარა კარადა სტიკერებით გააფორმა და თაროებზე ის წიგნები განათავსა, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათგან უმეტესობა ბესტსელერებია. სახელი, როგორც თავად ამბობს, ამბიციური შეურჩია- "რუსთაველი და მეგობრები".

ლელა ამბობს, რომ დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიღოს სასურველი წიგნი და წაკითხვის შემდეგ ისევ დააბრუნოს, რათა მაქსიმალურად ყველა მკითხველმა შეძლოს სარგებლობა. გარდა ამისა, იდეის ავტორის თქმით, სურვილის შემთხვევაში მკითხველსაც შეუძლია ბიბლიოთეკას დაუტოვოს ის წიგნები, რომლებსაც თავადაც სიამოვნებით წაიკითხავდა.

"თბილისის ერთ-ერთ სკვერში ე.წ. "წიგნის ბუდე" დაუდგამთ, სადაც ადამიანები მივლენ და თავისუფლად შეეძლებათ აიღონ სასურველი წიგნები. ხოდა, უცებ გამინათდა გონება - რამდენი წიგნი დამიგროვდა, რომლებსაც სიამოვნებით გავუზიარებდი სხვებსაც. ბევრი აღარ მიფიქრია, ჯერ შესაბამისი კარადა ვიშოვე მეზობელთან (მადლობა დოდო ბიცოლას), მერე პოსტერებით გავალამაზე და აგერ ჩემს უბანში პაწაწინა ბიბლიოთეკაც დავდგი. დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ მოხვიდეთ და აიღოთ სასურველი წიგნი, წაკითხვის შემდეგ კი დააბრუნოთ. წიგნებიც ისეთები შევარჩიე, სულ რჩეულები და ბესტსელერები. უმეტესობამ რომ ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სახელი "რუსთაველი და მეგობრები" ცოტა ამბიციური კი გამომივიდა. პარიზშია ასეთი წიგნების მაღაზია "შექსპირი და კომპანია" ჰქვია. სულ ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა ჩვენთან რომ წიგნების მაღაზიას "რუსთაველი და მეგობრები" რქმეოდა. ხოდა, ამ პატარა წამოწყებით ეს ნატვრაც ავიხდინე,"-ამბობს ლელა ბუხულეიშვილი.


ნანახია: 628-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, გამგეობამ იზრუნა, რომ წიგნისა და ჟურნალ-გაზეთების მოყვარულებმა
მოხეტიალე წიგნების "სახეტიალოდ გაშვებას" დღეს ქუთაისელი მწერლები, ბლოგერები და სხვადასხვა დაწესებულებების მენეჯერებიც შეურთდნენ.
ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში გაიხსნა. მისი საშუალებით ნებისმიერ ქუთაისელს თუ
ჭიათურის გარდა ორიგინალური სათავსოები ქვეყნის 7 ქალაქში მოეწყო.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდი დააზიანეს.
აღნიშნული იდეა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.

ამინდი