Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია: თიბისი ბანკის წინ მოჭრილი ხეების ადგილას ახალი ხეები დაირგვება

თარიღი : 12-07-2019, 21:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, თი ბი სი ბანკის ფილიალის წინ მოჭრილი ხეების ადგილას რამდენიმე დღეში ახალი ნერგები დაირგვება- ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ქუთაისში, იოსებ გრიშაშვილის N26-ში მდებარე "თიბისი ბანკის" ფილიალმა, 24 მაისს ქალაქის მერიას, ბანკის შენობის წინ ხეების მოჭრის საკითხთან დაკავშირებით მიმართა.

ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული იყო რომ ხეები, რომელიც გახმა, საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს, ბანკის შენობას და პარკირებაზე მდგომ ავტომობილებს.

აღნიშნული საკითხი შეისწავლა ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" ეკოლოგიური სტაბილურობის უზრუნველყოფის სამსახურმა და კომისიამ გამხმარი ხეების მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

მერიის გადაწყვტილებით, რამდენიმე დღეში, მოჭრილი ხეების ადგილზე ახალი ნერგები დაირგვება,"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბანკის ფილიალის წინ ხეების მოჭრის ფაქტს საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.


ნანახია: 703-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პირველადი ინფორმაციით, ხეები განზრახაა დაზიანებული.
2017 წელს ქალაქში 2 037 ძირი ხე მოიჭრა და არც ერთი ახალი ხის დარგვა არ მომხდარა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სკვერში ნაძვის ხეების მოჭრის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.
აღნიშნულ სამუშაოებს ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისები" ახორციელებს.
სამუშაოებს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.

ამინდი