Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიავ!! წინასწარ არ გვატყობინებთ უწყლობას და პოსტფაქტუმ მაინც გაგვიმხილეთ რამდენსაათიანი უწყლობისთვის ვართ განწირულნი"

თარიღი : 12-07-2019, 10:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მოსახლეობა კვლავ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. აღნიშნული ზაფხულის ცხელს დღეებში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოსახლეობის სასმელი წყლის გარეშე დატოვების პირველი ფაქტი არაა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ წყალი, რომელიც ისედაც გრაფიკით მიეწოდებათ, უკვე ორი დღეა არ აქვთ. ადგილობრივები წყალმომარაგების კომპანიისგან სულ მცირე გაფრთხილებას მაინც მოითხოვენ.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიავ!! წინასწარ არ გვატყობინებთ უწყლობას და პოსტფაქტუმ მაინც გაგვიმხილეთ რამდენსაათიანი უწყლობისთვის ვართ განწირულნი!! 24 საათიან წყალმომარაგების მოლოდინში 48 საათია არ გვაქვს წყალი!!"-წერს ჟურნალისტი თათა კაჭკაჭიშვილი ფეისბუქ გვერდზე.

როგორც ირკვევა, გაფრთხილების გარეშე წყლის მიწოდების შეწყვეტა წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან მოსახლეობის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის მხოლოდ ერთი ნაწილია.

"ასეთი უპასუხისმგებლო არც ერთი კომპანია არ არის, იმასაც არ კადრულობენ, წინასწარ შეგატყობინონ. ცხელ ხაზზე თუ გაგიმართლა, იმ შემთხვევაში გახვალ. დარეკავ დახმარებას ითხოვ და რეაგირება არ აქვთ: თვეზე მეტია მრიცხველთან წყალი იქცევა და შემიკეთეთ-თქო, ისეთ ადგილზე გამოდის, თავად ვერ შევაკეთებ, პლომბი გაფუჭდება... ინკასატორს სამჯერ შევატყობინე, არსაიდან ხმააა...,"-აცხადებს მოქალაქე.

თავად კომპანიაში ხარვეზებს 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლით ხსნიან.


ნანახია: 413-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.

ამინდი