Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პეტრე-პავლობა-გამორჩეული დღესასწაული ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის

თარიღი : 11-07-2019, 23:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
12 ივლისს მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობას აღნიშნავს. ეს დღესასწაული მუდამ გამორჩეულია ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის, რადგან ქუთაისის საკათედრო ტაძარი, სწორედ წმიდა მოციქულთა თავთა-პეტრესა და პავლეს სახელობისაა (ბაგრატის საკათედრო ტაძრის აღდგენის შემდეგაც, ამ ტაძარს შეუნარჩუნდა საკათედრო ტაძრის საპატიო სტატუსი).

ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით დაიწყო, აგება დასრულდა 1901 წელს, ხოლო 1903 წელს ტაძარი აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდემ (ოქროპირიძე). მისი აგებისთვის შეწირულობა აქვს გაღებული სამ წმიდანს: გაბრიელ ეპისკოპოსს, მართალ იოანე კრონშტადტელსა და იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს.

ტაძარში არაერთი ისტორიული სიწმიდეა დაცული. მათ შორის, დღემდე წირვა აღესრულება წმიდა კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) მიერ ნაკურთხ ოდიკზე.

ამ წმიდა ტაძარში მოღვაწეობდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტები, რომელთა შორის ყველაზე დიდხანს მსახურება მოუწია ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი). იგი არაერთგზის აღნიშნავდა: "მე, როგორც მღვდელმთავარი, პეტრე-პავლეს ტაძარში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი". 1993 წლის სექტემბერში, როდესაც მეუფე კალისტრატე ალმოდებულ სოხუმში გაემგზავრა, წასვლის წინ, ამ ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ თეიმურაზ არველაძეს ჩააბარა აღსარება და ანდერძიც დაუბარა, თუ ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა, პეტრე-პავლეს ტაძარში უნდა დაეკრძალათ... 1983-2012 წლებში მიტროპოლიტი კალისტრატე პეტრე-პავლეს ტაძარში აღასრულებდა საკვირაო წირვა-ლოცვას, ხოლო მას შემდეგ, რაც, 2012 წელს აღდგა ქუთაისის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარი, მეუფე კალისტრატემ, გამორჩეული სიყვარულისა და დამოკიდებულების ნიშნად, პეტრე-პავლეს ტაძარს შეუნარჩუნა საკათედრო ტაძრის პატივი.

წყარო: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე


ნანახია: 738-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიაში, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის დღესთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხონისა და

ამინდი