ჭიათურაში იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერმა პირმა ნებისმიერ საკითხზე მიიღოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია
თარიღი : 11-07-2019, 12:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა გაფართოებული სახის შეხვედრა გამართეს, რომელსაც ჭიათურის მუნიცილიტეტის მერი გივი მოდებაძე,მერიისა და საკრებულოს წევრები, სოციალური სამსახურების,საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, მერის წარმომადგენლები,არასამთავრობო სექტორის, სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის პრეზენტაცია, დახმარების მიღების კრიტერიუმებისა და წესის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას გაეცნო სსიპ იურიდიული დახმრების სამსახურის სტრუქტურა. წარმოდგენილი იქნა ასევე პროექტი სახელწოდებით - „გაიგე მეტი ემიგრაციის შესახებ“.
აღნიშნული პრეზენტაციით მოქალაქეები მიიღებენ აქტუალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რა სახის პრობლემებს აწყდებიან ემიგრანტები სამართლებრივი თვალსაზრისით და როგორია თავშესაფრის მიღების ლეგალური გზები.
შეხვედრაზე ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ განაცხადა, რომ ჭიათურაში იურიდიული საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერმა პირმა ნებისმიერ საკითხზე მიიღოს უფასო სამართლებრივი კონსულტაცია. რაც შეეხება იურიდიული დოკუმენტაციის შედგენას და ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგნელობას, იგი განხორციელდება სოციალურად დაუცველი პირებისთვის.
NS