Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფლებში წყლის ჭაბურღილები მოეწყო

თარიღი : 11-07-2019, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა ვარძიასა და ლახუნდარაში, კავილაძეებისა და ეკლესიის უბანში წყლის ჭაბურღილების მოწყობა დაიწყო.

საერთო ჯამში სამუშაოების დასრულების შემდეგ 130-მდე ოჯახი მიიღებს სასმელ წყალს.

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე სოფლის პროექტებით დაწყებულ სამუშაოებს ადგილზე გაცვნენ და ჭაბურღილების მომსახურებისა და მოსხლეობისთვის წყლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

სამ ლოკაციაზე ჭაბურღილის მოწყობა მოსახლეობამ, 20 თებერვალს, გამართულ საერთო კრებაზე აირჩია. ჭაბურღილები მოწყობილია, დარჩენილია წყლის რეზერვუარების შეძენა და მილების გაყვანა ოჯახებამდე, რომელიც ადგილობრივების თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს.


ნანახია: 228-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სასმელი წყლის პრობლემა სახელდება.
შეხვედრის მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების გამოყოფა და დაგეგმვა იყო.