Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია: 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მივლინებებისათვის 32 931 ლარი დაიხარჯა

თარიღი : 10-07-2019, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანი საქართველო"-სა და ორგანიზაციის ზედამხედველობის ჯგუფის მიერ იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტის მერიის (ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ხონი, ხარაგაული) სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში ეხმიანებიან.

ორგანიზაციამ მივლინებებთან დაკავშირებით ინფორმაცია 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გამოითხოვა.

ქუთაისის მერიის სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით "მშვიდობიანი საქართველოს" დასკვნაში წერია:

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციებში ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით იმერეთის რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დახარჯა, რომელიც (500 000 ათას ლარს აღემატება). აქედან მხოლოდ 2019 წლის პირველ ნახევარში 6 თვეში გახარჯულია 155 000 ათასი ლარი, თუმცა ორგანიზაციამ დეტალურად მიიღო დოკუმენტაცია, შესაბამისი ანგარიშებით, თითოეული ნიუანსი, რომელიც დაკავშირებული იყო საჯარო ინფორმაციის სამივლინებო თანხებთან დაკავშირებით. ჯამში დოკუმენტური თვალსაზრისით ორგანიზაციამ დაახლოებით 300 ერთეული დოკუმენტი მიიღო დანართის სახით, სადაც დეტალურად იქნა წარმოდგენილი სამივლინებო ხარჯების მიზნობრიობა და მუნიციპალიტეტისთვის მიღებული შედეგები. დოკუმენტაციის თვალსაზრისით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულყოფილია და ამ მხრივ ეჭვი არ შეგვაქვს სამივლინებო ხარჯების დამალვის ფაქტზე, ხოლო სოლიდური თანხების სამივლინებო ვიზიტებში გახარჯვის მიმართებაში კონკრეტული შენიშვნები და ეჭვები გვაქვს, რომელსაც საბოლოო შეფასებაში წარმოვადგენთ. ამჟამად დეტალურად მიმდინარეობს მიღებული დოკუმენტაციების დეტალური დამუშავება და შესწავლა".

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან "1-ლი იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მივლინებებისათვის 32 931 ლარი დაიხარჯა. ინფორმაცია რომელიც მედიასაშუალებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანმა საქართველო"-მ მიაწოდა სიმართლეს არ შეესაბამება".


ნანახია: 211-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2018 წლის იანვრიდან- ივნისის ჩათვლით იმერეთის რეგიონში 4 202 ადამიანი გარდაიცვალა, დაიბადა 3 139 გარდაიცვალა
2013 წლის განმავლობაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა, 2 მილიონ
2017 წელს სოფელ ფერსათში წყლის სისტემის რეაბილიტაციასა და მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაზე 486 770 ლარი დაიხარჯა, თუმცა

ამინდი