'ვოვა, დაიბრუნე შენი 'ნამესტნიკი',-აქცია ქუთაისში
თარიღი : 9-07-2019, 19:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"ვოვა, დაიბრუნე შენი "ნამესტნიკი", გახარია წადი"- ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები 20 ივნისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გმობენ და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.
"თეთრ ხიდზე" პერფორმანსი მოაწყვეს და გიორგი გახარიას და ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით ბანერი გადაფინეს.
"ვოვა, დაიბრუნე შენი "ნამესტნიკი", გახარია წადი",- ამ მოთხოვნით ბანერი გამოვფინეთ, მოვითხოვთ თანამდებობა დატოვოს გიორგი გახარიამ, როგორც მთაავრმა დამნაშავენ ამ პროცესებში. არ გავჩერდებით, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათ "თეთრ ხიდზე" ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და პროტესტი სიმბოლურად თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს.