"აბიტურიენტის ნაცვლად, გამოცდის ჩაბარებას სხვა პირი ცდილობდა"
თარიღი : 9-07-2019, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. ორივე აბიტურიენტი მოხსნილია გამოცდიდან და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამკაცრებს მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აფრთხილებს აბიტურიენტებს, რომ ასეთი ქმედებით ისინი არღვევენ კანონს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალს"-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში. შეგახსენებთ რომ ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე ცენტრში უცხოური ენების გამოცდა მიმდინარებს.
დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 95%- მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.