Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა,'-იმერეთის რეგიონის სკოლების პედაგოგებს ტრენინგები უტარდებათ

თარიღი : 9-07-2019, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
პროექტის- "მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა" ფარგლებში, იმერეთის რეგიონის სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. შეხვედრას იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან 30 პედაგოგი დაესწრო.

ტრენინგი ორდღიანია. დღეს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრეს, ხვალ კი მდინარეებისა და შავი ზღვის დაბინძურების საკითხებს შეეხებიან. ტრენინგს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოს დაცვის ტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ციცინო თურქაძე, ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელი ავთანდილ ქვაჩაკაძე და პროექტის გუნდის სხვა წევრები გაუძღვებიან.

აღნიშნულ პროექტს ქუთაისის მერია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ "სპექტრთან" პარტნიორობით "ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის" მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, მდინარეებისა და შავი ზღვის ნარჩენებით დაბინძურების შემცირებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.


ნანახია: 514-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
აღნიშნული პროექტი ქუთაისში 2013 წლიდან ევროკავშირის "შავი ზღვის აუზის 2007–2013 წწ. პროგრამის" მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია ნარჩენების გატანა მოსახლეობის ჯანმრთელობის შერყევის გარეშე
პროექტის კოორდინატორის ქეთევან ცხაკაის თქმით, პროექტის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოსა და მოსახლეობის ცხოვრების

ამინდი