ქუთაისელმა მოკრივეებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს
თარიღი : 9-07-2019, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისელმა მოკრივეებმა კახაბერ ჟვანიას სახელობის ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
საქართველოს არაერთგზის ჩემპიონის, ევროპის ორგზის პრიზიორის, მსოფლიო და 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილის კახაბერ ჟვანიას სახელობის ღია ტურნირი
2005-2006 წ.წ დაბადებულ მოკრივეთა შორის სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების 14 გუნდი მონაწილეობდა.
ქუთაისის აკაკი კაკაურიძის სახელობის კრივის სკოლა ტურნირზე 7 მონაწილით გამოვიდა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ: საბა ერემეიშვილი (48კგ), საბა სინაურიძე (56კგ) და თემო ქართველიშვილი (76კგ).