ჭიათურაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის-თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობის პროცესი დასასრულს მიუახლოვდა
თარიღი : 8-07-2019, 15:25 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დღეს საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ბორდის წევრს, დომინიკ ბევეს მასპინძლობდა.
სტუმარი ჭიათურაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის-თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობის პროცესით დაინტერესდა, რომელიც უკვე დასასრულს მიუახლოვდა.
შეხვედრას სამშენებლო კომპანია „დაგის“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში საბაგიროს მშენებლობა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ 40 მლნ ლარით არის დაფინანსებული. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ - „პომაგალსკი"-მ უზრუნველყო (Pomagalski). გზის სიგრძე 3428 მეტრია.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ცენტრალური სადგურისა და აქედან გამავალი 3 მიმართულების: სანატორიუმის, ნაგუთისა და ლეჟუბნის მოწყობა.
NS