ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თვითმხილველების განცხადებით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც "ტოპნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მძღოლის დასაკავებლად.